საზოგადოება
25/06/2021

პრემიერი: მასწავლებლების ანაზღაურება საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს

მთავრობა მომდევნო 10 წლის განმავლობაში უმაღლეს განათლებას 2.8 მლრდ ლარით, ხოლო მეცნიერებას 2.1 მლრდ ლარით დააფინანსებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს.

“მომდევნო წლების განმავლობაში ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2.2 მლრდ-ს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი 270 მლლ. ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი 243 მლნ. ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მლნ. ლარს მიაღწევს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას და სამომავლო გეგმებზე საუბრისას.