საზოგადოება
14/08/2021

პრემიერი: კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურაზე ₾2 მლდრ-ის ინვესტიცია დაიხარჯება

კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურაზე 2 მლრდ ლარის ინვესტიცია დაიხარჯება, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ახალი ავტობანის მშენებლობა უკვე გამოცხადებულია.

პრემიერმა ველისციხის პროექტის მნიშვნელობაზეც აღნიშნა, რომელზეც 30 მილიონი ლარის ინვესტიცია დაიხარჯება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კახეთისთვის ახალი გზები და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

"რაც მთავარია, ჩვენ უნდ ვიზრუნოთ ხარისხის აწევაზე. ეს სტანდარტი და ეს თამასა უნდა ავწიოთ მაქსიმალურად როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, ევროკავშირი გულისხმობს ხარისხს, ამიტომ, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ევროპული სტანდარტი და ხარისხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.