პრემიერი: გარანტიას ვიძლევი, ყველა მოძალადე სამაგალითოდ დაისჯება
“გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, სამაგალითოდ დაისჯება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმაზე, თუ რატომ მოხდა თავდასხმა მაინცდამაინც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე.
“ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავის დაავიწყდება ამ ქვეყნაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როდესაც ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.