საზოგადოება
22/11/2021

პრემიერი: ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნარკომანიის მიმართულებით კანონმდებლობა ლიბერალური გახდა. ახალგაზრდები კი, სპორტული აქტივობის ნაცვლად, მავნე ნივთიერებებს მოიხმარენ.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებს გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.

„ნარკომანიის მიმართ კანონმდებლობა ლიბერალური გახდა და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, მოიხმარენ მავნე ნივთიერებებს. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და აღსრულების პროცესს პირადად გავაკონტროლებ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.