საზოგადოება
07/07/2021

პრემიერი: დღეს ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემაა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. 

„როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა იყო. დღეს არის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. სწორედ ამ მიზნით, ჯანდაცვის მინისტრი, თავის გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს. ჩვენ შევიმუშავეთ ათწლიანი განვითარების პირველადი დოკუმენტი. ჩვენი ამოცანაა, რამდენიმე თვე კიდევ ვიმუშაოთ ერთად და საბოლოო ჯამში დაიდოს დოკუმენტი, რომელიც იქნება ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი განვითარების ძირითად კონტურებსა და პრიორიტეტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.