საზოგადოება
08/10/2021

პრემიერი: ბათუმში ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო დაეხმარება

პრემიერი ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"დღესვე გავემგზავრები ბათუმში, ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო შესაბამის დახმარებას გაუწევს" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქში".

იქვე ნათქვამია, რომ სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს, მომხდარის მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს.

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები.

აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას.შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას",- წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში".

Businesspartner