საზოგადოება
25/06/2021

პრემიერი: ათი წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ $10 000-მდე უნდა გაიზარდოს

“ჩვენი ამოცანაა, სექტემბრის ბოლოს ათწლიანი განვითარების გეგმა დავასრულოთ, წარვადგინოთ და დავიწყოთ მისი იმპლემენტაციის მაქსიმალური კონტროლი, მონიტორინგი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 10 000 დოლარამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი კი, 9%-მდე შემცირდეს, მინიმალური გეგმის მიხედვით.

პრემიერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 300 000 ადამიანზე მეტია უმუშევარი, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 22%-ია.