საზოგადოება
30/08/2021

პრემიერი: 300-მდე დევნილ ოჯახს ფართებს სიმბოლურ 1 ლარად დავუკანონებთ

300-მდე დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ როგორც საცხოვრებელი, ასევე დამხმარე ფართები.

„დაახლოებით 300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.