საზოგადოება
17/11/2020

PICTOR - თანამედროვე ქართველი მხატვრების ციფრული გალერეა

PICTOR თანამედროვე ქართველი მხატვრების ესკიზების და ჩანახატების ციფრული გალერეაა. იდეა ნინო ვასაძეს და ნინო ლორთქიფანიძეს ეკუთვნის, მიზანი კი ქართველი მხატვრების პოპულარიზიაცია და მომხმარებლისთვის ხელმისავდომი ფასის შეთავაზებაა.

„მსგავსი იდეა პანდემიამდეც გვქონდა, თუმცა შევეცადეთ მოგვერგო დღევანდელი სიტუაციისთვის, ამიტომ გავაკეთეთ ციფრული გალერია და არა კლასიკური. PICTOR ხელმისავდომი იქნება ყველასთვის. ახალგაზრდებისთვის ნაკლებად ხელმისავდომი იყო ნამუშევრრები, ფასიდან გამომდინარე ან იმიტომ, რომ არ დადიან გალერიებში. გვაქვს ესკიზები, ჩანახატები, სამუშაო ფურცლები, რომელიც ჯერ ფეისბუქზეა განთავსებული, თუმცა ვაპირებთ ვებ და მობაილ აპლიკაციის შექმნას, რისთვისაც რომელიმე საგრანტო კონკურსში ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებას.

დაინტერესება დიდია, იმაზე მეტი ვიდრე ველოდით. პირველ ეტაპზე, 22 მხატვრის 44 ნამუშევარი განვათავსეთ, მესამე დღეა და ნახევარი უკვე გაყიდულია. პანდემიის შემდეგ გვინდა გავაკეთოთ პატარა გალერეა, სადაც არა მხოლოდ ნახატები იქნება, არამედ ხელოვნების სხვადასხვა ნიმიუშები გამოიფინება. მხატვრებს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან მინიმუალური ღირებულებას იღებენ და მონაწილეობენ ამ სოციალურ პროექტში", – აღნიშნავს ნინო ლორთქიფანიძე.  

Businesspartner