საზოგადოება
14/07/2021
Pfizer-ზე რეგისტრაცია ტრადიციული ხარვეზით დაიწყო
Pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია, დაჯავშნის საიტზე სერიოზული ხარვეზებით დაიწყო.
ვაქცინის 28 000 დოზა საქართველოში გამთენიისას ჩამოვიდა, დაჯავშნისთვის საიტი 15:00 საათზე უნდა გახსნილიყო, თუმცა დარეგისტრირება ამ დრომდე შეუძლებელია.
როგორც გახსოვთ საიტზე ვაქცინაციის დაჯავშნის მსურველებს პრობლემა არაერთგზის შეექმნათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიზეზად ზოგჯერ ტექნიკური ხარვეზი, ზოგჯერ კი ჰაკერული შეტევა დაასახელა.