საზოგადოება
01/04/2021

Pfizer-ით ვაქცინაციაზე რიგის დაჯავშნა დღეიდან განახლდება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები დღეს 18:00 საათიდან შეძლებენ.

მაღალი მოთხოვნის გამო ამ კომპანიის პრეპარატით აცრაზე ყველა ადგილი რეგისტრაციი დაწყებიდან მალევე შეივსო.

სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების PFIZER-ით ვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:
– თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.
– ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
– ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე  კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი

რეგისტრაციის ინსტრუქცია

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.