საზოგადოება
25/03/2021

Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშია

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია. 30 ათასამდე დოზა ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში გვიან ღამით აშშ-დან ჩამოვიდა. 

ვაქცინები გადატანილია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ვაქცინები გადანაწილდება ცენტრებში, სადაც Pfizer-ით იმუნიზაცია უნდა მოხდეს. 

ვაქცინის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა, სულ 43 200 დოზა, ვაქცინაცია ქვეყანაში 15 მარტიდან მიმდინარეობს. 86 400 დოზას ქვეყანა აპრილში მიიღებს.

პირველ ეტაპზე მედპერსონალის ვაქცინაციაა გათვალისიწნებული ვაქცინაციის გეგმით, თუმცა პარალელურად უკვე დაშევებულია 65 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინაცია.