Pfizer-ის ვაქცინის საქართველოში შემოტანა 22 მარტის კვირაში იგეგმება
Pfizer-ის ვაქცინის საქართველოში შემოტანა 22 მარტის კვირაში იგეგმება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“წინასწარი რიცხვია 26 მარტი და შემოვა Pfizer-ის 29 000 დოზა ვაქცინა.
აგრეთე სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით საუბარია ინდოეთში მოლაპარაკების დასრულებაზე. მოლაპარაკება დასრულდა ჩინური „სინოფარმის“ გარკვეული დოზების შემოტანასთან დაკავშირებით, ამ ვაქცინის ჩინეთის მოსახლეობაა აცრილი.
“სინოფარმს“ და “სინოვაქს“ ექნებათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. “სინოფარმს“ კი, ევროპის რამდენიმე ქვეყნის ავტორიზაცია უკვე აქვს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში “ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა კოვიდვაქცინა 13 მარტს ჩამოვიდა, ვაქცინაცია კი, 15 მარტიდან დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, 3 054 სამედიცინო პერსონალია აცრილი.