საზოგადოება
02/08/2021

პენსიონერებისთვის საბანკო პროცენტის დასაწევად უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს 

პენსიონერებისთვის უწყებათაშორისი კომისიაა შექმნილი, რომელიც საბანკო მომსახურების გადასახადის დასაწევის საკითხზე იმუშავებს.

 პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წელს პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120%-ს შეადგენდა, ახლა დაახლოებით 35%-ია, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს საბანკო მომსახურების გადასახადის დასაწევად.

“პენსიონერებისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთის თაობაზე არაერთი შეხვედა გავმართეთ, მეც პირადად მქონდა საუბარი ბანკის ხელმძღვანელობასთან და მოვილაპარაკეთ, შევთანმხდით, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი სახელმწიფო კომისია. მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ. შესაბამისად, განკარგულება გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათაშორისი კომისია“,- აღნიშნა პრემიემა.

მისი თქმით, უწყებათაშორის კომისიას ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან პარლამენტის წევრები, აგრეთვე ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები.