საზოგადოება
14/03/2022

პარლამენტი მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნის კანონპროექტს განიხილავს

პარლამენტი "მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტს განიხილავს. 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას, კერძოდ:

ა) ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული მაჭახლის ხეობის დაცვის, აღდგენისა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობა;

ბ) მაჭახლის დაცულ ლანდშაფტში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის, დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უზრუნველყოფა; ადამიანის საქმიანობის შედეგად დეგრადირებული ლანდშაფტის კომპონენტებისა და ჰაბიტატების აღდგენის ხელშეწყობა;

გ) ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და ადამიანის და გარემოს ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა;

დ) მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, აღდგენისა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა;

ე) ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ვ) ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა;

ზ) ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა.

თ) ადამიანის საქმიანობაზე მონიტორინგის წარმოების ხელშეწყობა ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტის შეუქცევადი დეგრადაციის პრევენციის მიზნით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023