საზოგადოება
30/03/2021
პანდემიურ წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8.3%-ით გაიზარდა
პანდემიის ფონზე საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზრდილია.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3%-ით არის გაზრდილი და გარდაცვლილთა რაოდენობა 50 537-ს აღწევს.
გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისშია და 13 878 ადამიანია, ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 764 ადამიანი.