საზოგადოება
07/10/2021

"პანდემიის სიმძიმე უნდა შემცირდეს" - თამარ გაბუნიას განმარტება ბიუჯეტის შემცირებაზე 

პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხები, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, მცირდება. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ მომავალი წლიდან, ინტენსიური ვაქცინაციიდან გამომდინარე, პანდემიის სიმძიმე შემცირდება.  

"იქიდან გამომდინარე, რომ წელს გვაქვს ინტენსიური ვაქცინაცია, მომავალ წელს პანდემიის სიმძიმე უნდა შემცირდეს. ბუნებრივია გვაქვს მოლოდინი, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შემცირდება. ძირითადი რესურსი, რომლის მობილიზება მოხდება ისევ დამატებითი ვაქცინების დოზების შესყიდვისთვის, გათვალისიწნებულია მიმდინარე სასესხო პროექტების ფარგლებში, რომელიც გახლავთ ევროპის საინვესტიციო ბანკის, მსოფლიო ბანკის, ასევე აზიის განვითარების ბანკის. ამდენად, ისეთი დიდი დატვირთვის მოლოდინი რადგან არ გვაქვს, შესაბამისად, ეს ბიუჯეტურ პარამეტრებზეც აისახა", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.  

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 310 მლნ ლარით მცირდება. ბიუჯეტში გამოყოფილია 500 მლნ ლარი.