საზოგადოება
10/03/2022
ოთარ შამუგია: სურსათის მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანაში სურსათით მომარაგების პრობლემა არ არის.
"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია საზოგადოების ინტერესი სურსათით მომარაგების მიმართულებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესების კოორდინირებულად მართვისთვის შევხვდით იმპორტიორებს და სურსათის ძირითად მიმწოდებლებს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის და სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან პროცესების ეფექტიანი მართვისთვის.