საზოგადოება
04/03/2022

ოთარ შამუგია საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს შეხვდა

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს შეხვდა.

ოთარ შამუგიამ ელჩს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა შეხვედრაზე აგრარული დარგის ხელშეწყობის და გარემოსდაცვითი მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა მელიორაციის და მიწის მდგრადი მართვის საკითხებზე. ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის მიწის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებს კიდევ უფრო მოქნილს გახდის.

შეხვედრაზე მხარეებმა ფერმერთა პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება, რათა წარმოებულმა პროდუქტმა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნები.

დიეგო კოლასმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს. ელჩის განცხადებით, ქართულ ღვინო განსაკუთრებულია და საერთაშორისო ბაზრებზე  ექსპორტის ზრდის რეალური პოტენციალი არსებობს.

შეხვედრის დასასრულს, დიეგო კოლასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო საფრანგეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023