საზოგადოება
10/07/2021
ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს - მთავრობის გადაწყვეტილება
ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს.
მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლიმპიელებს და პარალიმპელებს წარმატებები უსურვა.
"პატარა ერი ვართ, მაგრამ გვყავს ბევრი სასახელო სპორტსმენი. ეს დიდი წყალობაა, მეორე მხრივ, მთელი ერი შემოგცქერით და მჯერა, ჩვენი დროშის ქვეშ ტოკიოში, ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისს გაიხსნება, ოლიმპიური თამაშები 8 აგვისტომდე გაგრძელდება.