საზოგადოება
25/06/2021

ოჯახები, რომლებსაც შვილი შეეძინებათ, იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლებენ - პრემიერი

მთავრობა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით ახალ პროგრამას იწყებს.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც შვილი შეეძინებათ, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან ან გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.