საზოგადოება
26/10/2021

ნუცუბიძის ფერდობზე საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

ნუცუბიძის ფერდობზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი მოიცავს ერთ სტანდარტულ საფეხბურთო მოედანს და მინი მოედანს (7x7) განათებითა და ტრიბუნით. ასევე აშენდა შენობა გასახდელებისა და ადმინისტრაციული ოთახებისთვის.

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საფეხბურთო ცენტრის პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა, ტერიტორია ფედერაციას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვალდებულებით გადაეცა.

მერიაში აცხადებენ, რომ სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ფოთში, თბილისის მასშტაბით კი, გლდანის, სამგორისა და ვაკის რაიონებში.