საზოგადოება
25/01/2022

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი: ჩვენი მოლოდინით, Netflix ვერ დაიცავს თავს გამოხატვის თავისუფლებით

"ნონა გაფრინდაშვილი Netflix–ის წინააღმდეგ“ - საქმეზე კალიფორნიის შტატის მოსამართლე ვირჯინია ფილიპი, გადაწყვეტილებას მხარეთა დამატებითი ზეპირი ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე გამოაქვეყნებს.

იურიდიული კომპანია BLB-ის გავრცელებული ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს რომ მოსამართლემ საკმარისად მიიჩნია, სასამართლოსთვის უკვე წარდგენილი დოკუმენტები და არგუმენტები.

„ახლა უკვე ველოდებით სასამართლოს წერილობით გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში, ჩვენი მოლოდინია რომ Netflix ვერ დაიცავს თავს გამოხატვის თავისუფლებით,“ - განმარტავს იურიდიული კომპანიის პარტნიორი და ნონა გაფრინდაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი მაია მწარიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა, უმსხვილეს სტრიმინგს Netflix-ს მის მიმართ შეურაცხმყოფელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ედავება. საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტს“ (The Queen’s Gambit), რომლის  კულმინაციურ ეპიზოდში, ჭადრაკის დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ მას მამაკაც მოჭადრაკეებთან  არასდროს უთამაშია; ამავდროულად სერიალში იგი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოჭადრაკე (ცნობისთვის, Netflix უმსხვილესი სტრიმინგ და მედია მაგნატია, რომლის  წლიურმა შემოსავალმა 2021 წელია 28 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა).

Netflix-მა გამოხატვის თავისუფლებაზე დაყრდნობით სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილი უფლებების დაცვისთვის ბრძოლას განაგრძობს.

პროცესის მიმდინარეობისას დაიკითხა სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი სკოტ ფრენკი (ცნობილი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, რომლის ნაშრომები მრავალჯერ არის წარდგენილი ოსკარსა და ემიზე, მისი რეჟისორობით Netflix-მა გადაიღო ასევე ცნობილი მინისერიალი “Godless”). ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების განმარტებით, Სკოტ ფრენკი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე  ლეგენდარული მოჭადრაკის კარიერული მიღწევების შესახებ - ამგვარი აღიარება ადასტურებს Netflix-ის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023