საზოგადოება
13/10/2021

ნინო ენუქიძე Strong Women in IT Global-მა ტექნოლოგიების სფეროში 200 ლიდერ ქალს შორის დაასახელა

ნინო ენუქიძე Strong Women in IT Global Edition-მა ტექნოლოგიების სფეროში 200 ლიდერ ქალს შორის დაასახელა. 

"მადლობა Strong Women in IT Global Edition-ს რომელმაც 200 ლიდერ ქალს შორის ტექნოლოგიების სფეროში, საერთაშორისო მასშტაბით ამარჩია. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ქალთა ტექნოლოგიებში გასაძლიერებლად და მადლობა ყველა პარტნიორს ჩვენი მხარდაჭერისთვის ამ გზაზე"–წერს სოციალურ ქსელში ნინო ენუქიძე. 

ნინო ენუქიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორია. მან ასევე „გლობალური სტარტაპის ფონდი“ დააარსა, რომელიც Silicon Valley Tbilisi და ისრაელის Silicon Wadi– სთან ერთად ოპერირებს. ასევე, ასრულებდა BTU– ს დეკანის, დირექტორის მოადგილისა და დეკანის მოვალეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ინსტიტუტში და არის EUMAMS საპატიო საბჭოს და EUMMAS ქალთა ფორუმის წევრი და ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის, EUMMAS–ს აკადემიური კონსორციუმის პრეზიდენტი. 
 
ინფორმაციისთვის, "ძლიერი ქალები IT- ში" არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიური ინდუსტრიის მენეჯერულ პოზიციაზე ქალების ყოფნის სტანდარტების შექმნას.
"ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნესში ქალების ფუნქციონირების საუკეთესო საბაზრო პრაქტიკას."
Businesspartner