საზოგადოება
05/02/2021

ნინო ენუქიძე EUMMAS-ს აკადემიური კონსორციუმის პრეზიდენტად აირჩიეს

ბიზნესისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო ენუქიძე,  ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის, EUMMAS–ს აკადემიური კონსორციუმის პრეზიდენტი გახდა.

„პატივი მაქვს არჩეული ვიყო ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის პრეზიდენტად“ –წერს ენუქიძე სოციალურ ქსელში.

ნინო ენუქიძეს განათლების სექტორში მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. მან „გლობალური სტარტაპის ფონდი“ დააარსა, რომელიც Silicon Valley Tbilisi და ისრაელის Silicon Wadi– სთან ერთად ოპერირებს. ის ასევე, ასრულებდა BTU– ს დეკანის, დირექტორის მოადგილისა და დეკანის მოვალეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ინსტიტუტში და არის EUMAMS საპატიო საბჭოს და EUMMAS ქალთა ფორუმის წევრი.