საზოგადოება
28/01/2022

Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა

Netflix-ის შუამდგომლობა გაფრინდაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
 
იურიდიული ფირმა BLB-ის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.
 
"იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!
 
მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
 
მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით. გილოცავთ ამ გამარჯვებას!" - წერს სოციალურ ქსელში BLB-ი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა, უმსხვილეს სტრიმინგს Netflix-ს მის მიმართ შეურაცხმყოფელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ედავება.

საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტს“ (The Queen’s Gambit), რომლის  კულმინაციურ ეპიზოდში, ჭადრაკის დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ მას მამაკაც მოჭადრაკეებთან  არასდროს უთამაშია; ამავდროულად სერიალში იგი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოჭადრაკე (ცნობისთვის, Netflix უმსხვილესი სტრიმინგ და მედია მაგნატია, რომლის  წლიურმა შემოსავალმა 2021 წელია 28 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა).

Netflix-მა გამოხატვის თავისუფლებაზე დაყრდნობით სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა.

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023