ნერწყვის ნიმუშზე დაფუძნებული სწრაფი კოვიდ-ტესტი - "ჯიპისიმ" პროდუქტის გაყიდვა დაიწყო
სააფთიაქო ქსელ „ჯიპისიში“ ნერწყვის ნიმუშზე დაფუძნებული კოვიდ-ტესტების გაყიდვა დაიწყო.
როგორც jandacva.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, COVID-19-ის ანტიგენ სწრაფი ტესტი ბრიტანული წარმოებისაა, სრულიად ახალი ტექნოლოგიითაა შემუშავებული და ნერწვის ნიმუშით კეთდება.
ტესტის ინსტრუქციის მიხედვით, ტესტის აღებამდე 10 წუთით უნდა მოერიდოთ ჭამას, დალევას და მოწევას, შედეგი 10-15 წუთში ჩნდება.
ტესტის მგრძნობელობა თითქმის 98%-ია.
როგორც „ჯიპისიში“ ამბობენ, პროდუქტი ექსკლუზიურად მხოლოდ მათ ქსელში იყიდება.
კომპანიის ცნობით, ტესტი მოსახმარად ადვილია და კომფორტს უქმნის ადამიანებს, რომლებსაც რიგების გარეშე, ასევე მოგზაურობის პერიოდში, როცა ტესტის სამედიცინო დაწესებულებაში გაკეთების შესაძლებლობა არ არის, გადაამოწმონ, არიან თუ არა კოვიდინფიცირებულები.
პროდუქტში ორი ტესტი შედის და ფასი 50 ლარია.