საზოგადოება
13/12/2021
ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკას 13-14 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან და თურქეთის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშთან.
ნათია თურნავა, აზერბაინელ და თურქ კოლეგებთან ერთად, სამმხრივ ბიზნესფორუმს გახსნის. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ ბრიფინგში.
ფორუმზე ასევე დაგეგმილია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სავაჭრო - სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.
ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა აგრეთვე შეხვდება აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნავიევს.