საზოგადოება
18/08/2021
მზიურთან ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა - ტენდერი უკვე გამოცხადებულია
თბილისის მერია მზიურთან სპორტულ მოედანს განაახლებს.
მუნიციპალიტეტმა სპორტული ნაგებობის მშენებლობაზე 1.2 მლნ-იანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ტენდერის პირობების მიხედვით, განახლდება მზიურისა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე არსებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი.
პროექტი ითვალისწინებს არსებული მოედნის დემონტაჯს და ახლი მოედნის მოწყობას გაზრდილი პარამეტრებით. ასევე მოეწყობა 2 გასახდელი, ადმინისტრაციული სივრცე და ტექნიკური სათავსო.
თითოეულ გასადელში 3 საშხაპე იქნება განთავსებული, მათ შორის ერთი შშმ პირთათვის. არსებულ ტრიბუნებზე ძველი სკამები ახლით უნდა ჩანაცვლდეს, მოედანს გაუკეთდება
გარე ბილიკი.
ტენდერში წინადადების წარდგენა 1 სექტემბერს იწყება და 6 სექტემბერს სრულდება.