მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დედაქალაქში მუშაობა განაახლა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დედაქალაქში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, შეზღუდვა იხსნება დედაქალაქში არსებულ საბაგირო გზებზეც.
თბილისის მერის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას ითვალისწინებს.
„რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებას, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გრძელდება ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება მოხდება შესაბამისი ხსნარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.