მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვის გახანგრძლივება აღარ იგეგმება
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვის გახანგრძლივება აღარ იგეგმება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას სავარაუდოდ მხარს დაუჭერს.
“ჩვენ სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს, რადგან უფრო ეფექტურად შეძლონ ადამიანებმა გადაადგილება სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება.
მინისტრს ეპიდსიტუაციის შედარებით გაუმჯობესების მოლოდინი აქვს.
“დადებითობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირებაა და პროგნოზი კეთილსაიმედოა. შემდეგი კვირიდან დღიური მაჩვენებელი იქნება 1000-დან 2000-ის ფარგლებში“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა “რუსთავი 2-ის“ ეთერში.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა, რომელიც 4 სექტემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვის 13 სექტემბრამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.