საზოგადოება
31/08/2021
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა
გაუარესებული ეპიდვითარების გამო, მუნიციპალური ტრასნპოირტი მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში 13 სექტმებრამდე რჩება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მუნიციპლაურ ტრანსპორტზე შეზღუდვა 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე დაწესდა, თუმცა საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებით შეზღუდვა ძალაში 13 სექტემბერამდე იქნება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება.