საზოგადოება
07/09/2021
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრიდან აღდგება
13 სექტემბრიდან მუნიციპალურ ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
“ყველა სხვა შეზღუდვა ამ ეტაპზე ძალაში რჩება“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა, რომელიც 4 სექტემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვის 13 სექტემბრამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.