მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა. მან გიორგი შენგელია შეცვალა.
დავით ტაბიძეს 2019 წლის ოქტომბრიდან აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა.
მანამდე კი ფუნდშიმუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად. მოგვიანებით კი მანამდე კი 2014 - 2015 წლებში იყო ფონდის გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურის უფროსი, 2015 - 2019 წლებში ეკავა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა.
მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, მას 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა კერძო სექტორში. კერძოდ, იგი 1999 წლიდან სხვადასხვა მენეჯერული პოზიციებს იკავებდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ორგანიზაციებში.