საზოგადოება
11/03/2022

მთავრობის ადმინისტრაცია: უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 100 ტონაზე მეტი ტვირთი შეგროვდა

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თბილისში დასაწყობდა, ხოლო დასავლეთის ტვირთმა ფოთის ტერმინალში მოიყარა თავი.

ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. ტვირთის მობილიზების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურადაა ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი. 

ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.