საზოგადოება
24/08/2021

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-კოსოვოს შორის მაყურებლის გარეშე ჩატარდება

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-კოსოვოს შორის მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, საბჭომ გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისიწნებით მიიღო. 

მისივე თქმით, იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე.