მრეწველთა პირველი თაობა საქართველოში - მკრთალად დაწერილი ბიზნესისტორია
ეროვნული ბანკი, დაბეჭდილი ფულის კუპიურა, ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვები და დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი - ასეთია დამოუკიდებელი საქართველოს 1918-1921 წლებში გადადგმული პირველი ნაბიჯები ეკონომიკაში.
ეკონომიკური ტრიადის სამი მდგენელიდან საქართველოს მიწა უხვად ჰქონდა, კაპიტალი ბურჟუაზიის არაქართველ წარმომადგენლებს ეჭირათ, შრომისუნარიან მოსახლეობაში კი განათლების დეფიციტი შეინიშნებოდა, ამ და სხვა გამოწვევების ფონზე, თანამედროვე გაგებით და მაშინდელი საქართველოს ბიზნეს ისტორია მკრთალად, მაგრამ მაინც დაიწერა.
მიტროფანე ლაღიძე, გიორგი მაჩაბელი და აკაკი ხოშთარია სუსტი ქართული ბურჟუაზიის ძლიერი წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 3 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში მნიშვნელოვანი როლი და ეკონომიკურ-სოციალური გავლენა ჰქონდათ ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაზე.
რამ შეაფერხა საქართველოში კაპიტალიზმის განვითარება, რატომ იყო პირველ ქართველ მრეწველთა შესახებ ინფორმაცია ცენზურის ქვეშ და რა შესაძლებლობები არსებობდა იმ დროს თანამედროვე გაგებით ბიზნესის საწარმოებლად.