საზოგადოება
27/07/2021
მოპედებისა და კვადროციკლების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო ხდება
მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო ხდება, - ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებებზე დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უკვე იმსჯელეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონპროექტით ხორციელდება 2006 წლის 126 რეგულაციის იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში.
კანონპროექტი 2 ძირითად მიმართულებას ეხება: მოპედების რეგისტრაციას და მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გადატანას.
„მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 1 მარტიდან, მანამდე კი ნებაყოფლობითი იქნება", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.