საზოგადოება
02/07/2021

მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა საქართველოშია

COVID-19 ვაქცინის დამატებით 1 000 000 დოზა საქართველოშია.ინფორმაციას Metro Logistics-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, Metro Logistics-მა კიდევ ერთხელ უზრუნველყო ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა საბაჟო პროცედურა და სრული ლოგისტიკური პროცესი.
 
როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, სინოვაკის და სინოფარმის 500 ათას დოზიანი ტვირთი თბილისის აეროპორტში დღეს, დღის 2 საათზე ჩამოვიდა.
 
აღნიშნულმა კომპანიამ მანამდე “ასტრაზენეკას” ვაქცინის საქართველოში ჩამოტანა უზრუნველყო.
 
ვაქცინების ახალი დოზების მიღებასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადებები გაკეთდება.