საზოგადოება
24/05/2021
მეტროსადგური "ვაჟა-ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა.
საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.
ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის.