საზოგადოება
25/06/2021
მესაზღვრეებისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენა იგეგმება
მთავრობა სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და მესაზღვრეებისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ანგარიშს წარადგენს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
მისი თქმით, რეგიონებში, მათ შორის ძნელად მისაღწევ და მაღალმთიან ზონებში აშენდება ახალი საპოლიციო და სამაშველო შენობები.
“აშენდება ახალი სასაზღვრო სექტორები და საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ახალი ინფრასტრუქტურა, რითაც მაქსიმალურად იქნება დაფარული მთელი ქვეყნის საზღვრის ყველა მონაკვეთი“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.