მერაბ ჯანიაშვილი: საპენსიო სესხის 12%-მდე ან უფრო მეტად შემცირება არარეალურია
საპენსიო სესხის 12%-მდე ან უფრო მეტად შემცირება არარეალურია, - ასე ეხმიანება ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ე. წ. საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანალიტიკოსი წერს, რომ საპენსიო სესხის გარშემო პოლიტიკოსებისგან ბევრი პოპულისტური განცხადება ისმის, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებზე და სქემაზე რა უნდა შეიცვალოს არავინ საუბრობს.
გარდა ამისა მერაბ ჯანიაშვილი განმარტავს, რომ საპენსიო სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65%-ია და არა 36% როგორც ხშირად მიათითებენ
"ვუსმენდი ელისაშვილის გამოსვლას პარლამენტში საპენსიო სესხებზე, სოციალურმა სააგენტო ახალი ტენდერის ვარიანტი წარმოადგინა და ახლა ჩვენც ვმუშობთ მასზეო. ამ წელს ვეღარ მოესწრება და მომავალი წლიდან პენსიონერები "ადამიანურ პროცენტში" აიღებენ სესხსო. რა არის ადამიანური პროცენტი, ძნელი ასახსნელია, ალბათ ადამიანების მიხედვით რანჟირებს. ბევრისთვის 12-16%-იც არაადამიანურია. თუმცა იმის მოლოდინი რომ 36%-იანი (ელისაშვილის თქმით, არადა სინამდვილეში საპენსიო სესხის ეფექტური პროცენტი 30.65%-ია, ეს ან არ იცის ან შეგნებულად ამბობს უფრო მაღალ პროცენტს, რომ პოპულიზმი უფრო კარგად გაყიდოს, ხოლო მერე შემცირება დაიბრალონ) საპენსიო სესხი 12-მდე ან უფრო მეტად შემცირდება არარეალურია.
ხო და რომ არ იყოს მსგავსი არასწორი მოლოდინები კარგი იქნებოდა საზოგადოებისთვისაც ეჩვენებინათ რა პროექტი წარადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ სფეროს სპეციალისტებს ქონდეთ საშუალება ნახონ რას უნდა ელოდოს 800 ათასამდე პენსიონერი. სამწუხარო პრაქტიკა გვიჩვნებს, რომ პოლიტიკოსების მიერ დახურულ კარს მიღმა განხილული დოკუმენტები ხშირად ვერ ამართლებეს საზოგადოების მოლოდინებს. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ყვითელი მარშრუტკების ტენდერი, რომელიც ვითომ მხოლოდ მოქალაქეთა კომფორტისთვის ხდებოდა და ტენდერის მერე მგზავრობის საფასური გაიზარდა, ანალოგიური იყო როცა ელ. ენერგიის გაიაფებაზე დიდი ამბები იყო 2012-ში ატეხილი და ბოლოს მხოლოდ ნახევარი თეთრით შემცირდა ტარიფი, რომელიც რამდენიმე წელიწადში უფრო მეტად გაიზარდა.
საპენსიო სესხის გარშემო პოლიტიკოსებისგან ბევრი პოპულისტური განცხადება ისმის, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებზე და სქემაზე რა უნდა შეიცვალოს არავინ საუბრობს. ბოლოს ისე არ აღმოჩნდეს, რომ ელისაშვილისთვის "ადამიანური პროცენტი" 35%-ია და მომავალი წლიდან პენსიონერებს გაუარესებული პირობები დახვდეთ, ხოლო ეს ამბავიც უბრალოდ ბოლოს გამოშებას ემსახურებოდა.
აქვე დავამატებ, თუ ვინმეს ხელის მიუწვდება ამ ახალი ტენდერის პროქტზე და მეც გამომიგზავნის დიდად მადლობელი დაგრჩებით. :)არადა სინამდვილეში საპენსიო სესხის ეფექტური პროცენტი 30.65%ია , ეს ან არ იცის ან შეგნებულად ამბობს ტყუილს და მაღალ პროცენტს ამბობს, პოპულიზმი უფრო კარგად რომ გაყიდოს",- წერს მერაბ ჯანიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პენსიონრებისთვის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე მუშაობა გრძელდება და შედეგი რამდენიმე თვეში დადგება, შესაბამისად, 2022 წლიდან პენსიონერები დაბალი საპროცენტო განაკვეთით ისარგებლებენ.
“ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა ეს პირობები და ჩვენი პარტია “მოქალაქეები“ ვმუშაობთ ჩვენეულ ხედვაზე და შეთავაზებებზე, რა უნდა ეწეროს ტენდერის პირობებში, რათა ის გამაოგნებელი და გაუგონარი 36% არ იყოს და იყოს გაცილებით ადამიანური“,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.