საზოგადოება
24/02/2021
მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე ფერადი პანო აღდგება
მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ფერადი პანო განახლდება.
კახა კალაძის თქმით, პანოს განახლება, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსიდან ამონარიდია გამოსახული, ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფს სურს.
„სასიამოვნოა ასეთი აქტიური ადამიანების ჩართულობა. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. გარდა კულტურული ღირებულებების, ილია ჭავჭავაძის ამ ლექსით გადმოცემული იდეა ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის მთავარი განმსაზღვრელია და ძალიან მალე, ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პანო ან მოზაიკა და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ვნახოთ და უნდა აღვადგინოთ ყველაფერი, რადგან ეს იყო ჩვენი ქალაქის მშვენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.