საზოგადოება
12/04/2021
მექვევრეობის ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მექვევრეობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ ახლა უკვე მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.
შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს ქვევრს და ქვევრის ღვინოს.
აღსანიშნავია, რომ „იუნესკომ“ ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 2013 წელს შეიყვანა.