საზოგადოება
01/03/2022

"მეგობარ უკრაინელებს სისხლს გავუგზავნით"- პარლამენტი დონაციის აქციას იწყებს

საქართველოს პარლამენტში უკრაინაში დაჭრილი სამხედროების და მშვიდობიანი მოქალაქეების დასახმარებლად სისხლის უანგარო დინაციის აქციას იწყებს. ამისთვის, პარლამენტის შენობაში სპეციალური ოთახები გამოიყო, სადაც დეპუტატები და პარლამენტის თანამშრომლები სისხლის ჩაბარებას შეძლებენ. 

"დღეს უმძიმესი დღე აქვს არა მარტო უკრაინას და ევროპას, არამედ საფრთხე ექმნება მთელ მსოფლიოს. რუსეთის აგრესია პრაქტიკულად ყველა საზღვარს გასცდა და დღეს უკრაინა, საქართველოს შემდეგ ამ აგრესიის სმხვერპლია. უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის. მსოფლიო ერთიანია და მჯერა, ეს ერთიანობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. დღეს უკრაინას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება. საქართველოს მთავრობამ გუშინ ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა. ბევრია ბრძოლის ველზე დაჭრილი ჯარისკაცები თუ მშვიდობიანი მოქალაქე. არიან დაშავებული ბავშები. გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, მასშტაბურად დავგეგმოთ სისხლის უანგარო დონაციის აქცია უკრაინელთა დასახმარებლად. აქცია უკვე დაორგანიზებულია და ვიწყებთ დღეს. პარლამენტში აქცია განხორციელდება დეპუტატებისთვის და პარლამენტის თანამშრომლებისთვის. გარეთ ახალგაზრდებს სისხლი უდუღთ, ჩვენ ასევე შევაგროვებთ და სწორედ ამ მდუღარე სისხლს გავუგზავნით ჩვენს მეგობარ უკრაინელებს. შესაძლოა, უკრაინელებს სისხლის დეფიციტს უვსებს სხვა მეზობელი ქვეყნები, პოლონეთი, რუმინე თუ თუ სხვა, მაგრამ ქართველებმაც უნდა გავუგზავნოთ საკუთარი სისხლი მხარდაჭერის ნიშნად", - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. 

დეპუტატის თქმით, აუცილებელია საქართველოშიც შეიქმნას სისხლის უფრომეტი მარაგი. მან ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, ქვეყნის მასშტაბით, სისხლის ჩაბარების პუნქტებს ორგანიზება გაუწიოს. 

"ასევე მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, განსაკუთრებით უმრავლესობის წევრებს, საკუთარი დანაზოგიდან, ვინც როგორ შეძლებს, შევაგროვოთ თანხა და უკრაინელ მეგობრებს, შევუძინოთ შესახვევი და სამედიცინო მასალები", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023