საზოგადოება
20/02/2022

მედიკამენტების რეგისტრაციის ვადები მცირდება და პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

წამლების სარეგისტრაციო პროცედურასთან დაკავშირებული ვადები მცირდება.

როგორც jandacva.ge წერს, მთავრობამ პარლამენტს “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომელიც გულისხმობს ბაზარზე დაშვების ვადის შემცირებას: – აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისას 15 დღიდან 7 დღემდე, ხოლო განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანისას – 10 დღიდან 5 დღემდე.

მთავრობა კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს და როგორც განმარტავს, კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებების წილი და მათზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მიერ აღიარებული სანდო მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზრებზე მხოლოდ მაღალი ხარისხის ფარმაცევტულ პროდუქტს უშვებს, საქართველო აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოების, ხარისხისა და თერაპიული ეფექტიანობის დადგენის მიზნით განმეორებით ექსპერტიზას აღარ ახორციელებს და მათი საქართველოს ბაზარზე დაშვება გამარტივებული პროცედურებით ხდება.

2020 წელს გამოცხადებული პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო, მარეგულირებელს, ასევე ფარმაცევტული პროდუქტის დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს და რეგისტრაციის მაძიებლებს, ფორსმაჟორულ პირობებში უწევდათ საქმიანობის წარმართვა. მკვეთრად გაიზარდა სააგენტოს დატვირთვაც. შესაბამისად, გართულდა რეგისტრაციის პროცედურების ვადაში წარმოება. კანონით გახანგრძლივდა ბაზარზე დაშვების ვადები ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციისას 7 სამუშაო დღიდან 15 სამუშაო დღემდე, ასევე, განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით საქართველოს ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის პირველად შემოტანისას 5 სამუშაო დღიდან 10 სამუშაო დღემდე. პროცედურების გახანგრძლივებამ გარკვეულწილად შეაფერხა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებების შემოტანა.

მიმდინარე ეტაპზე, ადმინისტრაციული პერსონალის დაინფიცირების ნაკლები რისკის და დამატებითი რესურსის შემდგომი მობილიზების შესაძლებლობის პირობებში მიზანშეწონილად ჩაითვალა, განხორციელდეს ცვლილება “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში და კვლავ გამარტივდეს აღიარებითი რეჟიმით და განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანისას, ბაზარზე დაშვების პროცედურა, რაც რეგისტრაციის ვადის შემცირებას გულისხმობს“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023