მძიმე დაავადების მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს
28 მაისს, 16:00 საათზე სასტუმრო რუმსი თბილისის სივრცეში “ლოლიტა“ “მრგვალი მაგიდა“ გაიმართება თემაზე „მელანომას მკურნალობის ხელშეწყობა საქართველოში“.
შეხვედრის ძირითად მიზანს დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა, დაავადებასთან ბრძოლა, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება , რეკომენდირებული სიახლების გაცნობა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწდომობა და დაფინანსების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებს ჩართულობა წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ წელს მსოფლიომ მაისი კანის კიბოს ცნობადობის გაზრდის თვედ გამოაცხადა და ამ მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში ეწყობა სემინარები, კონფერეციები, შეხვედრები ექიმებთან და პაციენტებთან და აშ.
მრგვალი მაგიდა, რომელიც „ევროპა დონა საქართველოსა“ და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“ / Caucasus Onco Society H.O.P.E. – ის ორგანიზებით ტარდება,მონაწილეობენ ონკოლოგები და ონკოლოგიასთან მომიჯნავე სპეციალობის ექიმები, მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტები, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები და მედია. შეხვედრაზე ასევე მოხდება კლინიკური შემთხვევების პრეზენტაცია (დიაგნოსტიკური , მკურნალობა, მოსაზრებები და ა.შ)
შეგახსენებთ, რომ მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტებმა 21 მაისს პეტიცია შეიმუშავეს, რათა დროულად მოხდეს დაავადების სამკურნალო დამიზნებითი და იმუნოთერაპიის მედიკამენტების დაფინანსების//თანადაფინანსების პროგრამის შექმნა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. პეტიცია მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი.