საზოგადოება
17/03/2020

მძღოლების ანაზღაურებაზე მერია თბილისის მიკროავტობუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

თბილისი მერია სამაშრუტო ტაქსების მძღოლების ანაზღაურებაზე მოლაპარაკებებს კომპანია თბილისის მიკროავტობუსის მენეჯმენტთან აწარმოებს.

კახა კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე.

როგორც ცნობილია, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსები ხვალიდან მომსახურებას წყვეტს.

მუნიციპალური ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით მოსახლეობის მომსახურება ძალაში რჩება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით დისტანცია დაცული იქნება მძღოლსა და მგზავრს შორის, ასევე ავტობუსებში აღარ იქნებიან კონდუქტორები. ანაზღაურება მათ შეუნარჩუნდებათ.