საზოგადოება
01/12/2021

"მასწავლებელი, რომელიც კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ბავშვებს არ უნდა ასწავლიდეს"

ჩემი ღრმა რწმენით, მასწავლებელი, რომელიც გამოცდაში მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ის ჩვენი ბავშვების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება - ასე უპასუხა ოპოზიციონერი დეპტატის, თეონა აქუბარდიას კითხვას განათლების მინისტრმა, რომელიც პედაგოგების კარიერულ წინსვლას და საკვალიფიკაციო გამოცდებში დაფიქსირებულ ცუდ შედეგებს ეხებოდა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, არავის უხარია გამოცდაზე ვიღაცების ჩაჭრა, მაგრამ თუ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მასწავლებელმა ვერ გადალახა, სკოლებს ვალდებულება აქვთ იანვარში გამოაცხადონ კონკურსი და ამის საფუძველზე ჩაანაცვლონ კადრი.

"სწორი პოლიტიკის შედეგად, მათ შორის ხელფასების ზრდის მიმართულებით, მასწავლებლობის მსურველთა ძალიან დიდი რაოდენობაა, რომლებსაც აინტერესებთ ამ პროფესიაში შემოსვლა. შესაბამისად, კონკურსების საფუძვლეზე, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდება, ჩვენ გვეყოლება ახალი მასწავლებლები განთავისუფლებულ ადგილებზე, რაც სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია სკოლებში სწავლების ხარიხის გასაუმჯობესებლად."–განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022