ფოტო: burusi.wordpress.com
საზოგადოება
04/03/2022

მაშკიევიჩი: სიმბოლურად იქნებ გორში სტალინის მუზეუმი მაინც დახუროთ

“მესმის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მეზობელი რუსეთი დიდი, მესმის რომ შესაძლოა ამის გამო სანქციებს ვერ შეუერთდეს, მაგრამ ქართველებო, გთხოვთ სიმბოლურად, გორში სტალინის მუზეუმი მაინც დახურეთ”, - აცხადებს პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი.

“ჩემს ამ რჩევას თუ მიიღებთ, იქნებ შემდგომ სახელები ქუჩებსაც გადაარქვათ”, - განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა.

ამის შესახებ მაშკიევიჩმა დღეს, რონდელის ფონდის (GFSIS) დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა, თემაზე „რუსეთის შეჭრა უკრაინაში“, სადაც მაღალი რანგის დიპლომატები და ექსპერტები რუსული აგრესიის შესაჩერებელ აუცილებელ ზომებზე ამ წუთებშიც მსჯელობენ.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი; თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი; პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი,ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი; შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარი ანდრეას უმლანდი; საქართველოს ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში (2009-2013 წწ), რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი - გიორგი ბადრიძე; პოლონეთის პარლამენტის წევრი, უკრაინა-NATO-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს თანათავმჯდომარე მიხალ შერბა; ეროვნული უნივერსიტეტის „კიევის მოჰილა აკადემია“ პროფესორი ტარას კუზიო; TOBB ეკონომიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი შაბან კარდაში; დისკუსიის მოდერატორები იქნებიან ეკა მეტრეველი, რონდელის ფონდის (GFSIS) პრეზიდენტი და შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023